Sunday, 5 October 2014

გაკვეთილის თემა
    იქონიეს თუ არა  ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა  გავლენა  საქართველოს  განვითარებაზე  XII – XII  საუკუნეებში?
საგანი
ისტორია
სწავლების საფეხური
საშუალო
მასწავლებლის  გვარი, სახელი
გოგოლაძე თინათინ
კლასი
XI
მოსწავლეთა რაოდენობა
15
განსაკუთრებული მიდგომის მქონე პირთა რაოდენობა
0
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
     ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
   ისტ.XI.7.  მოსწავლეს შეუძლია  ამა თუ იმ ქვეყნის მატერია­ლურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენ ანალიზი.

 ისტ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა კულტურების ურ­თიერთზეგავლენ საკითხების კვლევა.
გაკვეთილის მიზნები და მისაღწევი შედეგები

მიზნები:
       მოსწავლეებს  მივცეთ წარმოდგენა  ჯვაროსნული  ომების  და  ლაშქრობების შესახებ,  გავაცნოთ კათოლიკური ეკლესიის  როლი  ევროპის ქვეყნების ცხოვრებაში, უნდა შეძლონ  გამოარჩიონ პიროვნებათა როლი  ჯვაროსნული ლაშქრობების მიმდინარეობისას, მივაჩვიოთ ბავშვები  ტექსტთან და  ისტორიულ წყაროსთან მუშაობას,  ვასწავლოთ  წყაროს  ანალიზი, მოვლენათა ინტერპრეტაცია,  დაკავშირება  სხვადასხვა ეპოქებთან,უნდა შეძლონ  დამოუკიდებლად  გამოიტანონ  დასკვნა, ჩამოვუყალიბოთ რუკასთან მუშაობის  პრაქატიკა,მოსწავლეებმა  შეძლონ გაარჩიონ  უარყოფითი და დადებითი  მიზნები  და გაანალიზონ ლაშქრობათა შედეგები.
შედეგები:

·           მსჯელობს რომელიმე კონფლიქტის (ომის) ეკონომიკურ წინაპირობებსა და შედეგებზე;
·            გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, თუ რატომ იყო მმართველობის ესა თუ ის  ფორმა დამახასიათებელი ამა თუ იმ ეპოქისთვის;

·           ადარებს საქართველოში სხვადასხვა პერიოდში არსებულ მმართველობით სტრუქტურებს სხვადასხვა ქვეყანაში თანადროულ მმართველობით სტრუქტურებთან;
·          ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
·          წერს თემას მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანესი  ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელმაც  ასევე  გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) შემდგომ განვითარებაზე;
·          თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე
·          ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.
·           მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა ურთიერთდამოკიდებულება საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის სხვადასხვა ეპოქსა თუ ქვეყში
·           საკლასო დისკუსიისას მსჯელობს ევროპული და აღმოსავლური კულტურების ურთიერთმიმართებაზე და თითოეულის გავლენაზე ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე.
წინასწარი  ცოდნა
Ø  დავით  აღმაშენებელი და მისი  რეფორმები
Ø  თამარ  მეფე  და მისი  ეპოქა              
Ø  იყენებენ საძიებო სისტემებს (Google),იციან ვებ  საიტები  საიდანაც  შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება
Ø   მუშაობენ რუკებზე.
გაკვეთილის  გეგმა
( ახალი მასალა)
1.    დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები ( პირველი ჯვაროსნული  ლაშქრობა)
2.    თამარ  მეფე  და ჯვაროსნები( მეოთხე ჯვაროსნული  ლაშქარობა ტრაპიზონის იმპერიის დაარსება)
3.    თამარის მემკვიდრეები  და ჯვაროსნები
 გაკვეთილის მსვლელობა
Ø  აქტივობა I  წთ.    -   გონებრივი იერიში.
1.           ვინ და რატომ მონაწილეობდნენ  ჯვაროსნულ ლაშქრობებში ?
2.           რა მიზანი ჰქონდა რომის პაპას, როდესაც  ევროპელებს  ლაშქრობებისაკენ მოუწიდებდა?
3.           თურქთა  მიერ  ბიზანტიის მ იტაცება  ომის  მიზეზია  თუ საბაბი?
4.           რომელი ჯვაროსნული სახელმწიფოები დაარსდა  პირველი ჯვაროსნული ლაშქრობების  შემდეგ
5.           რა შედეგებით დასრულდა  პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა?
როგორი ურთიერთობა  იყო  ლაშქრობაში მონაწილე  ქრისტიანულ სახელმწიფოთა შორის?
6.           რა მიზნით  შეიქმნა  რაინდული ორდენები       
Ø         აქტივობაII  -10 წუთი
Ø  მასწავლებლის მინი ლექცია  თემაზე:   ფრანგი ბერების  მიერ  დავით აღმაშენებლის დახასიათება,  საქართველოს  როლი  და მნიშვნელობა პირველი ჯვაოსნული ომის მიმდინარეობის  დროს,  მეოთხე  ჯვაროსნული ლაშქრობა და თამრ მეფის  ეპოქა, ტრაპიზონის იმპერიის  დაარსება.  პარალელურადაც ხდება საპრეზენტაციო მასალის ჩვენება. სლაიდ-შოუს გამოყენებით მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ჯვაროსნულ ომებზე.
Ø  აქტივობა  III-15 წთ   ჯგუფური მუშაობა (  მოსწავლეებს  ვყოფ  ჯგუფებად.  სულ   4 ჯგუფი.  ვაძლევ  დავალებას     სამუშაოდ)
Ø  I ჯგუფი მუშაობს  თემაზე  -  ჯვარსნული ომების გამომწვევი მიზეზები , მონაწილეები და მათი ინტერესები, მოსწავლეები  ადგენენ  ცხრილს , სადაც  ჩამოწერენ  მონაწილე მხარეებს  და მათ  ინტერსებს . ჯვაროსნული ლაშქრობების  თარიღებს და  მათ  შედეგებს.
Ø  II ჯგუფი -   მუშაობს  თემაზე   დავით ამაშენებლის და ჯვაროსნები      
Ø  III ჯგუფი-     მუშაობას  თემაზე  თამრ  მეფე  და ჯვაროსნები, ტრაპიზონის იმპერიის  დაარსება
Ø  აქტივობა IV - პრეზენტაცია-10 წთ. თითოეული ჯგუფი  წარმოადგენს  თავის  ნამუშევარს
Ø  აქტივობა   გაკვეთილის  შეჯამება
1.იმსჯელე  რა მნიშვნელობა  ჰქონდა  საქართველოსათვის  პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას?
2. როგორ  ახასიათებენ ჯვაროსნები ზოგადად  საქართველოს  როლსა და  მნიშვნელობას  ევროპისათვის
 შეფასები რუბრიკები
იხ. შეფასების  რუბრიკა
გამოყენებული ლიტერატურა და  რესურსები   
   XI კლასის სახელმძღვანელო,  ჯვაროსნული ომების რუკა,  მსოფლიოს პოლიტიკური რუკა,  წინასწარ მასწავლებლის მიერ მომზადებული  სლაიდები, პროექტორი,  კომპიუტერი. ნაწყვეტები DVD  ფილმდან


პროექტის სახელწოდება
კონფლიქტები, მათი  უარყოფით შედეგები და მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება.
პროექტის მთავარი იდეა
( თემა )
        შეიარაღებული კონფლიქტები -  საფრთხე  მშვიდობიანი მოსახლეობისათვის
პროექტის აქტუალობა
          ადამიანის  უფლებათა დარღვევა, დისკრიმინაციის არსებობა, უმცირესობათა უფლებების უგულებელყოფა, ეთნოცენტრიზმი და მისი საშიშროება
პროექტის მიზნები
         
        აღვზარდოთ მოზარდში საკუთარი ღირსების  გრძნობა,  და სხვისი  ღირსების  პატივისცემის  უნარი, დავეხმაროთ მას გაიგოს  კონფლიქტების არსი, ამოიცნოს  მათი გამომწვევი მიზეზი და დაინახოს  მათი მოგვარების  გზები. ვასწავლოთ მოსწავლეებს   მშვიდობიანი  თანაარსებობის  წესი, პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა,პასუხისმგებლობა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა.
მონაწილეთა ასაკი
14-15 - 16 წელი
ვადები, ხანგრძლივობა
3  კვირა
მოსალოდნელი შედეგები.
     სხვა ადმიანების გაგება,გუნდური მუშაობის პრინციპი, პრობლემების  გადაჭრა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღწევა, კონფლიქტის მართვა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, ანალიზის და დასკვნების გამოტანის უნარი
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები
         სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ვიდეომასალა, კალმისტარი, თაბახის ფურცლები, სლაიდები, ფოტოკამერა, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა
   პირველ ეტაპზე  მასწავლებელი მოსწავლეებს  ჰყოფს  5 ან 6  ჯგუფად,  აძლევს  დავალებას  შექმნანა  პლაკატები ფასეულობების გათვალისწინებით, რომელთა დაცვაც აუცილებელია საზოგადოებაში ჩამოაყილობონა  ის  წესები, რომელთ დაცვაც  აუცილებელია  მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველასყოფად,
     მეორე  ეტაპზე  მასწავლებელი სთხოვს  მოსწავლეებს  მოიძიონ  მასალა  და შექმნან  სლაიდები  თემაზე: მასობრივი დისკრიმინაციის  ფაქტები   მსოფლიო ისტორიაში  წარსულსა და  აწმყოში, ( ქურთები, ინდიელები, ზანგები, ოსები აფხაზები, ქართველები, სირიელები, ერაყელები და ა.შ)
      მესამე ეტაპზე  მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს  წარმოადგინონ და  მოიძიონ  ამ  ქვეყნების  ისტორიული და კულტურიული ტრადიციები შესახებ ინფორმაცია,მოსწავლეები აკეთებენ  პრეზენტაციას( ქმნიან სლაიდებს)
      მეოთხე ეტაპზე  მოსწავლეები იკვლევენ კნფლიქტების გამომწვევი მიზეზებს და ამ კონფლიქტების  შედეგებს  მოსახლეობისათვის.
       მეხუთე ეტაპზე  მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციას  ადამიანის  უფლებათა დეკლარაციის, ჟენევის კონვენციის  შესახებ ასევე  გაეცნობიან  რა შეზღუდვებს  აწესებს  საერთაშორისო  ჰუმანიტარული სამართალი.
        მეექვსე ეტაპზე ვაკეთებთ პროექტის  შეჯამებას,  თითოეული ჯგუფი  აკეთებს   ჩატარებული  სამუშაოს  და მოძიებული, მოპოვებული მასლის პრეზენტაციას,  აანალიზებენ ინფორმაციას და  აკეთებენ  საკუთარ დასკვნას,  მსჯელობენ  ნებისმიერი  სახის  კონფლიქტის  უარყოფით  შედეგებზე  მოსახლეობისათვის, აკეთებენ  თვითშეფასებას   და აჯამებენ  საკუთარ მუშაობას.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია - სამოქალაქო განათლება - ისტი
    ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.
     ისტ.VIII.11.   მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს ადამიანის უფლებების საფუძვლებ და მათი განვითარების ისტორიულ პირობები.(აანალიზებს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა განვითარების პროცესს: წინაპირობებს, მოთხოვნებსა და შედეგებს; თანაკლასელების ჯგუფთან ერთად გაითამაშებს სიტუაციას, როდესაც ილახება ადამიანის ღირსება ან თავისუფლება; გამოთქვამს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას ამ ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ)
     ისტ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია  ახსნას  კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.(მსჯელობს კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის (მაგ.: წესრიგი, პატიოსანი ურთიერთობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლიანობა და სხვა) ; მსჯელობს საზოგადოებაში სხვადასხვა ნორმისა და კანონს არსებობის აუცილებლობის შესახებ; ჩამოთვლის საზოგადოებაში მოქმედ "დაუწერელ კანონებსა" და წესებს, მსჯელობს წარმოადგენენ თუ არა ისინი მორალურ ნორმებს, მოიძიებს მსგავს "დაუწერელ კანონებსა" და წესებს სხვადასხვა ხალხის კულტურაში; ადარებს მათ ერთმანეთთან და აფასებს, რამდენად მისაღებია ისინი მისთვის; ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს ადამიანის (განსაკუთრებით არასრულწლოვანის) არაკანონიერ მოქმედებას.
       ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები. ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს. მსჯელობს თანამედროვე მსოფლიოში საომარი მოქმედებების დროს მიღებული კანონებისა და ნორმების დაცვის აუცილებლობის შესახებ. მსჯელობს როგორც მათ დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე; ჩამოთვლის ომის მსხვერპლთა კატეგორიებს, თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ერთ-ერთი კატეგორიის უფლებების განმსაზღვრელ ნორმებს და მათი დაცვის მექანიზმებს, ერთმანეთს დარებს არჩეული კატეგორიისადმი მოპყრობის კონკრეტულ მაგალითებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შემუშავებამდე და მის შემდგომ პერიოდში;
მოქ.IX.8.  მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.(თანაკლასელებთან ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩევს და გაითამაშებს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას; განიხილავს მისი მოგვარების შესაძლო გზებს)

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
თინათინ გოგოლაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
tikogogoldze@gmail.com