პროექტის
სახელწოდება
|
კონფლიქტები, მათი უარყოფით შედეგები და მშვიდობიანი გადაჭრის
გზების ძიება.
|
პროექტის მთავარი იდეა
( თემა )
|
შეიარაღებული
კონფლიქტები - საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისათვის
|
პროექტის აქტუალობა
|
ადამიანის უფლებათა დარღვევა,
დისკრიმინაციის არსებობა, უმცირესობათა უფლებების უგულებელყოფა, ეთნოცენტრიზმი
და მისი საშიშროება
|
პროექტის მიზნები
|
აღვზარდოთ მოზარდში საკუთარი ღირსების
გრძნობა, და სხვისი ღირსების
პატივისცემის უნარი, დავეხმაროთ
მას გაიგოს კონფლიქტების არსი,
ამოიცნოს მათი გამომწვევი მიზეზი და
დაინახოს მათი მოგვარების გზები. ვასწავლოთ მოსწავლეებს მშვიდობიანი
თანაარსებობის წესი, პრობლემების
მშვიდობიანი გზით გადაჭრა,პასუხისმგებლობა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა.
|
მონაწილეთა ასაკი
|
14-15 - 16 წელი
|
ვადები, ხანგრძლივობა
|
3 კვირა
|
მოსალოდნელი შედეგები.
|
სხვა
ადმიანების გაგება,გუნდური მუშაობის პრინციპი, პრობლემების გადაჭრა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, ერთობლივი
გადაწყვეტილების მიღწევა, კონფლიქტის მართვა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა,
ანალიზის და დასკვნების გამოტანის უნარი
|
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ვიდეომასალა, კალმისტარი, თაბახის
ფურცლები, სლაიდები, ფოტოკამერა, პროექტორი.
|
პროექტის მსვლელობა
|
პირველ ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს
5 ან 6 ჯგუფად, აძლევს
დავალებას შექმნანა პლაკატები ფასეულობების გათვალისწინებით,
რომელთა დაცვაც აუცილებელია საზოგადოებაში ჩამოაყილობონა ის
წესები, რომელთ დაცვაც
აუცილებელია მშვიდობიანი
თანაარსებობის უზრუნველასყოფად,
მეორე
ეტაპზე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
მოიძიონ მასალა და შექმნან
სლაიდები თემაზე: მასობრივი
დისკრიმინაციის ფაქტები მსოფლიო ისტორიაში წარსულსა და
აწმყოში, ( ქურთები, ინდიელები, ზანგები, ოსები აფხაზები, ქართველები,
სირიელები, ერაყელები და ა.შ)
მესამე ეტაპზე
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს
წარმოადგინონ და მოიძიონ ამ
ქვეყნების ისტორიული და
კულტურიული ტრადიციები შესახებ ინფორმაცია,მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას( ქმნიან სლაიდებს)
მეოთხე ეტაპზე მოსწავლეები იკვლევენ კნფლიქტების გამომწვევი
მიზეზებს და ამ კონფლიქტების შედეგებს მოსახლეობისათვის.
მეხუთე ეტაპზე
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას
ადამიანის უფლებათა დეკლარაციის,
ჟენევის კონვენციის შესახებ ასევე გაეცნობიან
რა შეზღუდვებს აწესებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.
მეექვსე ეტაპზე ვაკეთებთ პროექტის შეჯამებას,
თითოეული ჯგუფი აკეთებს ჩატარებული
სამუშაოს და მოძიებული,
მოპოვებული მასლის პრეზენტაციას,
აანალიზებენ ინფორმაციას და
აკეთებენ საკუთარ დასკვნას, მსჯელობენ
ნებისმიერი სახის კონფლიქტის
უარყოფით შედეგებზე მოსახლეობისათვის, აკეთებენ თვითშეფასებას და აჯამებენ საკუთარ მუშაობას.
|
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი
|
ისტორია
- სამოქალაქო განათლება - ისტი
ისტ.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში
მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი
პირობები.
ისტ.VIII.11. მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.(აანალიზებს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა განვითარების პროცესს: წინაპირობებს, მოთხოვნებსა და შედეგებს; თანაკლასელების ჯგუფთან ერთად გაითამაშებს სიტუაციას, როდესაც ილახება ადამიანის ღირსება
ან თავისუფლება; გამოთქვამს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას ამ ღირებულებების
მნიშვნელობის შესახებ)
ისტ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას
კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.(მსჯელობს კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე თითოეული მოქალაქის
ინტერესებისთვის (მაგ.: წესრიგი,
პატიოსანი ურთიერთობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლიანობა და სხვა) ; მსჯელობს საზოგადოებაში სხვადასხვა ნორმისა და კანონის არსებობის
აუცილებლობის შესახებ; ჩამოთვლის საზოგადოებაში მოქმედ "დაუწერელ კანონებსა" და წესებს, მსჯელობს
წარმოადგენენ თუ არა ისინი მორალურ ნორმებს, მოიძიებს მსგავს "დაუწერელ კანონებსა" და
წესებს სხვადასხვა ხალხის კულტურაში; ადარებს მათ ერთმანეთთან და აფასებს, რამდენად მისაღებია ისინი მისთვის; ხსნის, თუ რატომ
ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს ადამიანის
(განსაკუთრებით არასრულწლოვანის) არაკანონიერ
მოქმედებას.
ისტ.VIII.6. მოსწავლეს
შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,
განვითარება და შედეგები. ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას
ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა
და საბაბს. მსჯელობს თანამედროვე მსოფლიოში
საომარი მოქმედებების დროს მიღებული კანონებისა და ნორმების დაცვის აუცილებლობის
შესახებ. მსჯელობს როგორც მათ დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე;
ჩამოთვლის ომის მსხვერპლთა კატეგორიებს, თანაკლასელების
ჯგუფთან ერთად განიხილავს ერთ-ერთი კატეგორიის უფლებების განმსაზღვრელ ნორმებს
და მათი დაცვის მექანიზმებს, ერთმანეთს
ადარებს არჩეული კატეგორიისადმი მოპყრობის კონკრეტულ მაგალითებს საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შემუშავებამდე და მის შემდგომ პერიოდში;
მოქ.IX.8. მოსწავლეს
შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა
და პირობების კვლევა.(თანაკლასელებთან
ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩევს და გაითამაშებს რომელიმე კონფლიქტურ
სიტუაციას; განიხილავს მისი მოგვარების შესაძლო გზებს)
|
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
|
თინათინ
გოგოლაძე
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
tikogogoldze@gmail.com
|
Sunday, 5 October 2014
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment