Sunday, 5 October 2014

გაკვეთილის თემა
    იქონიეს თუ არა  ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა  გავლენა  საქართველოს  განვითარებაზე  XII – XII  საუკუნეებში?
საგანი
ისტორია
სწავლების საფეხური
საშუალო
მასწავლებლის  გვარი, სახელი
გოგოლაძე თინათინ
კლასი
XI
მოსწავლეთა რაოდენობა
15
განსაკუთრებული მიდგომის მქონე პირთა რაოდენობა
0
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
     ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
   ისტ.XI.7.  მოსწავლეს შეუძლია  ამა თუ იმ ქვეყნის მატერია­ლურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენ ანალიზი.

 ისტ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა კულტურების ურ­თიერთზეგავლენ საკითხების კვლევა.
გაკვეთილის მიზნები და მისაღწევი შედეგები

მიზნები:
       მოსწავლეებს  მივცეთ წარმოდგენა  ჯვაროსნული  ომების  და  ლაშქრობების შესახებ,  გავაცნოთ კათოლიკური ეკლესიის  როლი  ევროპის ქვეყნების ცხოვრებაში, უნდა შეძლონ  გამოარჩიონ პიროვნებათა როლი  ჯვაროსნული ლაშქრობების მიმდინარეობისას, მივაჩვიოთ ბავშვები  ტექსტთან და  ისტორიულ წყაროსთან მუშაობას,  ვასწავლოთ  წყაროს  ანალიზი, მოვლენათა ინტერპრეტაცია,  დაკავშირება  სხვადასხვა ეპოქებთან,უნდა შეძლონ  დამოუკიდებლად  გამოიტანონ  დასკვნა, ჩამოვუყალიბოთ რუკასთან მუშაობის  პრაქატიკა,მოსწავლეებმა  შეძლონ გაარჩიონ  უარყოფითი და დადებითი  მიზნები  და გაანალიზონ ლაშქრობათა შედეგები.
შედეგები:

·           მსჯელობს რომელიმე კონფლიქტის (ომის) ეკონომიკურ წინაპირობებსა და შედეგებზე;
·            გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, თუ რატომ იყო მმართველობის ესა თუ ის  ფორმა დამახასიათებელი ამა თუ იმ ეპოქისთვის;

·           ადარებს საქართველოში სხვადასხვა პერიოდში არსებულ მმართველობით სტრუქტურებს სხვადასხვა ქვეყანაში თანადროულ მმართველობით სტრუქტურებთან;
·          ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
·          წერს თემას მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანესი  ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელმაც  ასევე  გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) შემდგომ განვითარებაზე;
·          თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე
·          ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.
·           მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა ურთიერთდამოკიდებულება საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის სხვადასხვა ეპოქსა თუ ქვეყში
·           საკლასო დისკუსიისას მსჯელობს ევროპული და აღმოსავლური კულტურების ურთიერთმიმართებაზე და თითოეულის გავლენაზე ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე.
წინასწარი  ცოდნა
Ø  დავით  აღმაშენებელი და მისი  რეფორმები
Ø  თამარ  მეფე  და მისი  ეპოქა              
Ø  იყენებენ საძიებო სისტემებს (Google),იციან ვებ  საიტები  საიდანაც  შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება
Ø   მუშაობენ რუკებზე.
გაკვეთილის  გეგმა
( ახალი მასალა)
1.    დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები ( პირველი ჯვაროსნული  ლაშქრობა)
2.    თამარ  მეფე  და ჯვაროსნები( მეოთხე ჯვაროსნული  ლაშქარობა ტრაპიზონის იმპერიის დაარსება)
3.    თამარის მემკვიდრეები  და ჯვაროსნები
 გაკვეთილის მსვლელობა
Ø  აქტივობა I  წთ.    -   გონებრივი იერიში.
1.           ვინ და რატომ მონაწილეობდნენ  ჯვაროსნულ ლაშქრობებში ?
2.           რა მიზანი ჰქონდა რომის პაპას, როდესაც  ევროპელებს  ლაშქრობებისაკენ მოუწიდებდა?
3.           თურქთა  მიერ  ბიზანტიის მ იტაცება  ომის  მიზეზია  თუ საბაბი?
4.           რომელი ჯვაროსნული სახელმწიფოები დაარსდა  პირველი ჯვაროსნული ლაშქრობების  შემდეგ
5.           რა შედეგებით დასრულდა  პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა?
როგორი ურთიერთობა  იყო  ლაშქრობაში მონაწილე  ქრისტიანულ სახელმწიფოთა შორის?
6.           რა მიზნით  შეიქმნა  რაინდული ორდენები       
Ø         აქტივობაII  -10 წუთი
Ø  მასწავლებლის მინი ლექცია  თემაზე:   ფრანგი ბერების  მიერ  დავით აღმაშენებლის დახასიათება,  საქართველოს  როლი  და მნიშვნელობა პირველი ჯვაოსნული ომის მიმდინარეობის  დროს,  მეოთხე  ჯვაროსნული ლაშქრობა და თამრ მეფის  ეპოქა, ტრაპიზონის იმპერიის  დაარსება.  პარალელურადაც ხდება საპრეზენტაციო მასალის ჩვენება. სლაიდ-შოუს გამოყენებით მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ჯვაროსნულ ომებზე.
Ø  აქტივობა  III-15 წთ   ჯგუფური მუშაობა (  მოსწავლეებს  ვყოფ  ჯგუფებად.  სულ   4 ჯგუფი.  ვაძლევ  დავალებას     სამუშაოდ)
Ø  I ჯგუფი მუშაობს  თემაზე  -  ჯვარსნული ომების გამომწვევი მიზეზები , მონაწილეები და მათი ინტერესები, მოსწავლეები  ადგენენ  ცხრილს , სადაც  ჩამოწერენ  მონაწილე მხარეებს  და მათ  ინტერსებს . ჯვაროსნული ლაშქრობების  თარიღებს და  მათ  შედეგებს.
Ø  II ჯგუფი -   მუშაობს  თემაზე   დავით ამაშენებლის და ჯვაროსნები      
Ø  III ჯგუფი-     მუშაობას  თემაზე  თამრ  მეფე  და ჯვაროსნები, ტრაპიზონის იმპერიის  დაარსება
Ø  აქტივობა IV - პრეზენტაცია-10 წთ. თითოეული ჯგუფი  წარმოადგენს  თავის  ნამუშევარს
Ø  აქტივობა   გაკვეთილის  შეჯამება
1.იმსჯელე  რა მნიშვნელობა  ჰქონდა  საქართველოსათვის  პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას?
2. როგორ  ახასიათებენ ჯვაროსნები ზოგადად  საქართველოს  როლსა და  მნიშვნელობას  ევროპისათვის
 შეფასები რუბრიკები
იხ. შეფასების  რუბრიკა
გამოყენებული ლიტერატურა და  რესურსები   
   XI კლასის სახელმძღვანელო,  ჯვაროსნული ომების რუკა,  მსოფლიოს პოლიტიკური რუკა,  წინასწარ მასწავლებლის მიერ მომზადებული  სლაიდები, პროექტორი,  კომპიუტერი. ნაწყვეტები DVD  ფილმდან


No comments:

Post a Comment